შენგელიას 11 ქულა და გამარჯვება რეგულარულში

0
9

თორნიკე შენგელიას “ბოლონია სეგაფრედო” იტალიის სერია A-ს 29-ე ტურში “ტრევიზოს” ესტუმრა და 37 ქულიანი სხვაობით მოუგო – 76:113. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 22 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულას, 6 მოხსნასა და 2 პასს მოუყარა თავი. მან 7-დან 4 ორქულიანი და 4-დან ერთი სამქულიანი ჩააგდო. თორნიკეს გუნდიდან საუკეთესო ამადეო ტესიტორი იყო, რომელმაც 17 ქულა მიითვალა.
შენგელიას გუნდს 50 ქულა დაუგროვდა და ამ შედეგით რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა. “ვირტუსი” მეორე ადგილზე მყოფ “მილანოს” 6 ქულით ასწრებს და ამ გუნდისთვის მიუწვდომელია. იტალიურ გუნდს მომდევნო მატჩი ევროქაფზე “ვალენსიასთან” ელოდება, რის შემდეგაც სერია A-ს რეგულარულ სეზონს “სასარისთან” და “ბრეშასთან” შეხვედრებით დაასრულებს.