მაკფადენის 18 ქულა და გამარჯვება “ობრადორიოსთან”

0
11

თად მაკფადენის მორიგი შედეგიანი მატჩი ესპანეთში. ლიგა ენდესას 32-ე ტურის მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელის გუნდმა “მურსიამ” “ობრადორიოს” უმასპინძლა და 98:80 დაამარცხა.
მაკფადენმა კი მოედანზე 18:27 წუთი გაატარა და 18 ქულა (მასპინძელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი), 1 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თადმა 4-დან 3 ორქულიანი და 10-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დააკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
მურსიამ 15 მარცხის წილ მე-16 გამარჯვება იზეიმა და საპლეიოფო რვა გუნდში დაბრუნდა. მაკფადენის კლუბი მომდევნო შეხვედრას 8 მაისს, ისევ შინ, “ხუვენტუტთან” ჩაატარებს.