„რეალის“ 35-ე ჩემპიონობა, ანჩელოტი ლა ლიგაში ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებულია

0
7

მადრიდის „რეალმა“ ესპანეთის ლა ლიგის 34-ე ტურში შინ „ესპანიოლს“ 4:0 მოუგო და 81 ქულით ოქროს მედლები 4 ტურით ადრე გაინაღდა. მეორე ადგილზე მყოფ “სევილიას” 64 ქულა აქვს.
მასპინძლებიდან 33-ე წუთზე ანგარიში როდრიგომ გახსნა. ბრაზილიელმა ფორვარდმა 10 წუთში დუბლი შეასრულა. 55-ე წუთზე „ესპანიოლის“ კარი ასენსიომ აიღო, ხოლო 81-ე წუთზე საბოლოო წერტილი ბენზემამ დასვა.
„რეალმა“ არსებობის ისტორიაში ესპანეთის ჩემპიონატი 35-ჯერ მოიგო, ხოლო მეორე ადგილზე „ბარსელონაა“ 26 ტიტულით. საერთო ჯამში, „რეალმა“ 95-ე ჯილდო მოიპოვა და კატალონიელებს ერთით გაასწრო.
62 წლის იტალიელი კარლო ანჩელოტი ყველაზეა ასაკოვანი სპეციალისტია, რომელსაც ლა ლიგა მოუგია. მან წელს “რეალს” ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოაგებინა. აქვე გეტყვით, რომ ანჩელოტისთან ერთად მადრიდელებმა 2021-2022 წლების სეზონში ესპანეთის სუპერთასი მოიპოვა. ანჩელოტი პირველი მწვრთნელია, რომელმაც ოქროს მედლები ევროპის ხუთივე ტოპ-ლიგაში მოიგო.
საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 42 შეხვედრაში 42 გოლი გაიტანა.