ქეცბაიას და ლორიას ქულა ლიდერთან

0
6

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატში ზედიზედ მე-3 მატჩი ვერ მოიგო. ორი წაგების შემდეგ ფამაგუსტელებმა ამჯერად შინ ლიდერ „აპოლონთან“ ფრე ითამაშა – 1:1.
მასპინძლები 44-ე წუთზე ხრისტოდოლოპულოსმა დააფიქსირა, ხოლო სტუმრებმა ქუალ 90-ე წუთზე დაბოს გოლის შემდეგ გაათანაბრეს. ფამაგუსტელებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო „აპოლონის“ რიგებში რევაზ ინჯგია 85-ე წუთზე გამოჩნდა.
„ანორთოსისი“ 45 ქულით ზედა ექვსეულში მე-5 ადგილზეა, ხოლო „აპოლონი“ 52 ქულით პირველია.