მიქელთაძის მე-13 გოლი ავსტრალიაში

0
10

ბექა მიქელთაძემ ავსტრალიის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა. 26-ე ტურში “ნიუკასლ ჯეთსი”, სადაც ქართველი თავდამსხმელი გამოდის სტუმრად “მაკარტურს” შეხვდა და 3:0 გაიმარჯვა. მიქელთაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-4 წუთზე საგოლე გადაცემა სიტრავანისს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა. 66-ე წუთზე მასპინძლების კარი იუელმა აიღო, ხოლო 73-ეზე თავი მიქელთაძემ გამოიჩინა.
ის ავსტრალიაში სადებიუტო სეზონს ატარებს და 22 შეხვედრაში მეტოქეთა კარი უკვე 13-ჯერ აიღო. მიქელთაძე ტურნირის საუკეთესო ბომბარდირებში მხოლოდ “მელბურნის” ფორვარდ მაკლარენს ჩამორჩება. “ნიუკასლ ჯეთსი” 28 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.