ვოლკოვმა „ზირე“ აზერბაიჯანის თასის ფინალში გაიყვანა

0
13

„ზირე“, რომლის ღირსებას დავით ვოლკოვი იცავს, აზერბაიჯანის თასის ფინალში ითამაშებს. 1/2-ფინალის პირველ შეხვედრაში „ზირე“ თავის მოედანზე ბაქოს „ნეფთჩის“ უგოლოდ გაეყარა, ხოლო საპასუხო მატჩის ძირითად და დამატებით დროში გოლი ასევე არ გასულა. პენალტების სერიაში „ზირემ“ 4:2 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ვოლკოვმა შეუცვლელად ითამაშა და თავის გუნდში მე-4 თერთმეტმეტრიანი, რომელიც გადამწყვეტი აღმოჩნდა, მან გაიტანა.
27 მაისს, „ზირე“ ფინალში აგდამის „ყარაბაღს“ დაუპირისპირდება, სადაც ქართველი მეკარე ლუკა გუგეშაშვილი გამოდის. აგდამელებმა „გაბალას“ ორივე შეხვედრა (5:0, 3:1) მოუგეს, მაგრამ გუგეშაშვილს არცერთში უთამაშია.