რანგნიკი ავსტრიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს

0
5

ავსტრიის ეროვნული ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელად რალფ რანგნიკი დანიშნეს, რომელიც ამჟამად „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცია.
ავსტრიის ფეხბურთის ფედერაციის პრესსსამსახურის ინფორმაციით, 63 წლის გერმანელი სპეციალისტი თავისი მოვალეობის შესრულებას 2022 წლის მაისიდან შეუდგება. რანგნიკმა 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ თუ ავსტრიელები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე მოხვდებიან, მაშინ მისი ხელშეკრულება ავტომატურად კიდევ 2 წელი გაგრძელდება.
„ძალიან გვიხარია, რომ მთავარ მწვრთნელად რალფ რანგნიკი მოვიწვიეთ, რომელიც საერთაშორისო ფეხბურთში გამოჩენილი სპეციალისტია. დარწმუნებული ვართ, რომ ის იდეალური კანდიდატია და მისი საფეხბურთო ხედვა ეროვნული ნაკრების განვითარებას ხელს შეუწყობს“ – განაცხადა ავსტრიის საფეხბურთო ასოციაციის გერჰარდ მილეტიჩმა.
რანგნიკი „მანჩესტერ იუნაიეტდშში“ 2021 წლის 3 დეკემბერს ოლე გუნარ სოლსკიაერის მაგივრად დანიშნეს. ის სეზონის დასრულების შემდეგ თანამდებობას დატოვებს.