„მანჩესტერი“ და „ჩელსი“ დაზავდნენ – რონალდუს მე-17 გოლი

0
3

ინგლისის პრემიერ ლიგის 37-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ლონდონის „ჩელსი“ მიიღო და ისევ ევრ მოიგო – 1:1. შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლები გარეშე დასრულდა. სტუმრები მე-60 წუთზე მარკოს ალონსომ დააწინაურა, ხოლო ორ წუთში კრიშტიანუ რონალდუმ საპასუხო ბურთი გაიტანა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა – 1:1.
მანჩესტერელებმა ყველა ტურნირში ჩატარებული ბოლო 7 თამაშიდან 1 მოიგეს – „ნორვიჩთან“, რომელიც პრემიერ ლიგაში მე-20 ადგილზეა. რონალდუმ ბოლო სამ მატჩში მანჩესტერელთა მაისურით მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო. გარდა ამისა, „იუნატედის“ მიერ გატანილი ბოლო 9 გოლიდან 8 პორტუგალიელის ანგარიშზეა, ხოლო ერთხელ თავი ფრედმა გამოიჩინა.
რონალდუმ მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში მეტოქეები 17-ჯერ დაამწუხრა და ამ მაჩვენებლით მეორე ადგილს „ტოტენჰემის“ ფორვარდ სონთან იყოფს. ბომბარდირებში პირველ ადგილზე მოჰამედ სალაჰია „ლივერპულიდან“.
„ჩელსი“ 66 ქულით მე-3 ადგილზეა, ხოლო „მანჩესტერი“ 55 ქულით მეექვსეა.