კონფერენს ლიგა: „ლესტერი“ და „რომა“ ფრეზე გაიყარნენ, „ფეინოორდმა“ მოიგო

0
6

კონფერენს ლიგის 1/2-ფინალი პირველ შეხვედრაში „ლესტერმა“ „რომას“ უმასპინძლა და დაპირისპირებამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა – 1:1. რომაელები მე-15 წუთზე ლორენცო პელეგრინიმ დააწინაურა და შესვენებამდე ანგარიში არ შეცვლილა. 67-ე წუთზე სტუმრებიდან საკუთარ კარში გოლი ჯანლუკა მანჩინიმ გაიტანა.
პარალელურად როტერდამში გამართული მატჩი „ფეინოორდსა“ და „მარსელს“ შორის გაცილებით საინტერესო აღმოჩნდა. ნიდერლანდელები მე-18 წუთზე სირილ დესერსმა დააწინაურა – 1:0. ორი წუთის შემდეგ ლუის სინისტერამ როტერდამელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა – 2:0. 28-ე წუთზე ფრანგებიდან გოლი დიენგმა გაიტანა, ხოლო შევენებამდე 5 წუთით ადრე გერსონმა ანგარიში გაათანაბრა – 2:2. მეორე ტაიმის დაწყებიდან ერთ წუთში დესერმა დუბლი შეასრულა და საბოლოოდ „ფეინოორდს“ მოაგებინა – 3:2.
კონფერენს ლიგის 1/2-ფინალის საპასუხო შეხვედრები 5 მაისს შედგება.