უნაი ემერი: “ჩვენ სტადიონზე ყველაფერი სხვაგვარად იქნება“

0
1

„ვილიარეალი“ მთავარი მწვრთნელის უნაი ემერისს აზრით, მისი გუნდი „ლივერპულთან“ საშინაო მატჩში მეტოქეს გაცილებით მეტ პრობლემას შეუქმნის. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრად „ლივერპულთან“ 0:2 წაგების შემდეგ განაცხადა.
„ნახევარფინალში „ლივერპულის“ მსგავს ძლიერ მეტოქეებთან გიწევს შეხვედრა, რომლებიც კარგ სათამაშო ფორმაში არიან. ჩვენ გამარჯვება და თამაშის კონტროლი გვსურდა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მოგვცეს. წინ გაჭრას ვერ ვახერხებდით და თავს ისე ვიცავდით როგორც შეგვეძლო, რათა მეორე მატჩამდე შანსი დაგვეტოვებინა.
ჩვენ სტადიონზე ყველაფერი სხვაგვარად იქნება. მეტოქეს გაცილებით მეტ პრობლემას შევუქმნით. ეს „ლივერპულია“, ძლიერი გუნდი, რომელიც ფავორიტია. თუმცა, ვიცით, რომ მასთან ტოლსწორად თამაში შეგვიძლია და მომავალ კვირაში შანსი გვექნება“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგევრდი.
„ვილიარელი“ – „ლივერპულის“ საპასუხო მატჩი ესპანეთში 3 მაისს ჩატარდება.