რუსმა მწვრთნელებმა „ნაპოლიში“ კვარაცხელიას პერსპექტივა შეაფასეს

0
4

ყაზანის „რუბინი“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რომან არონოვმა და ცნობილმა რუსმა სპეციალისტმა გაჯი გაჯიევმა sport-express.ru-თან „ნაპოლიში“ საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას პერპექტივაზე ისაუბრეს.
რომან შარონოვი: „ნაპოლი“ მას აკვირდებოდა ე.ი. ხვიჩას გარკვეული პოტენციალი აქვს. გუნდში მის მიმართ დიდი მოთხოვნა იქნება დაცვაში თამაშის მხრივ. რადგან „ნაპოლი“ პრესინგს იყენებსს. ამ კომპონენტში კვარაცხელიამ უნდა მოუმატოს. იმავეა შემიძლია ვთქვა შეტევიდან დაცვაში გადასვლაზე. საუბარი მის მიერ ბურთის დაკარგვას ეხება. რუსეთის პრემიერ ლიგაში თამაშის დროს იგი ასეთ ეპიზოდს მუდმივად ეთიშებოდა. ვფიქრობ, ახალ კლუბში ამ საკითხს გამოასწორებს და პრობლემა არ იქნება.
შეტევას რაც ეხება, ხვიჩა „კაშკაშა“ მოთამაშიდან იმ ფეხბურთელად უნდა გადაიქცეს, რომელსასს გარკვეული მარგი ქმედების კოეფიციენტი აქვს. თუ ხვიჩა ამას გაუმკლავდება, მაშინ ყველაფერი გამოუვა. თუმცა, მან ბევრი უნდა იმუშაოს, რადგან თამაში სხვა ჩემპიონატში მოუწევს, სადაც განსხვავებული მოთხოვნებია. ხვიჩამ იტალიური ენა აუცილებლად უნდა ისწავლო. დარწმუნებული ვარ ის ნეაპოლში ადაპტაციას ადვილად გაივლის“.
გაჯი გაჯიევი: „რთული სათქმელია კვარაცხელია „ნაპოლიში“ ათამაშდება თუ არა. ყველაფერი სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული, მაგალითად ადაპტაციაზე.  თუმცა, ეჭვი არ მეპარება, რომ ხვიჩას მაღალი პოტენციალი აქვს და ასეთი დონისს გუნდებში თამაში შეუძლია. ვფიქრობ, მას შანსი აქვსს მომავალში „ნაპოლიზე“ უფრო ძლიერ კლუბში მოხვდეს. რატომაც არა? მთავარია ორი რამ – შესაძლებლობა და აუცილებელი თვისებები“.