„ლივერპულის“ დიდი ნაბიჯი ფინალისკენ

0
8

ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის პირველ შეხვედრაში „ლივერპულმა“ როგორც მოსალოდნელი იყო თავის მოედანზე „ვილიარეალს“ აშკარად აჯობა და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. იურგენ კლოპის გუნდი ორი ტაიმის განმავლობაში დომინირებდა და როგორც იტყვიან თამაში „ცალ კარში“ მიდიოდა. „ვილიარეალი
„ყრუ“ დაცვაში იჯდა და ამის დამსახურებაა, რომ პირველ ტაიმში გოლი არ გაუშვა, არადა, მასპინძლებს ანგარიშის გახსნის შანსი ჰქონდათ.
53-ე წუთზე, „ლივერპულის“ მორიგი შეტევის დროს გუნდის კაპიტან ჯორდან ჰენდერსონის მიერ მარჯვენა ფრთიდან მეტოქის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ესტუპინიანს ფეხში მოხვდა და ბონოს კარში ჩაეშვა – 1:0. ამ ეპიზოდში ესპანელების მეკარე აშკარად შეცდა.
ანგარიშის გახსნიდან 5 წუთი არ გასულა, რომ მოჰამედ სალაჰმა კარგად შეაყოლა ბურთი „ვილიარეალის“ საჯარიმოში შეჭრილა მანეს, რომელმაც მერსისაიდელები კიდევ უფრო დააწინაურა – 2:0. მანე ჩემპიონთა ლიგაში 14 გოლი გაიტანა და აფრიკელ ფეხბურთელებს შორის დიდიე დროგბას რეკორდი გაიმეორა.
დარჩენილ დროში „ლივერპულს“ ანგარიშის გაზრდა კიდევ შეეძლო, მაგრამ მეტი გოლი არ გასულა. თუმცა, უნაი ემერის გაწვრთნილებს იღბალი ძალიან უნდა დაეხმაროს, რომ 3 მაისს ვილიარეალში გასამართ შეხვედრაში სასურველი შედეგი დააფიქსირონ.
“ლივერპულმა” ჩემპიონთაა ლიგაში ერთი სეზონის განმავლობაში 9 მატჩი მოიგო და თავისი რეკორდი გააუმჯობესა.