ჯანო ანანიძე კარიერას ასრულებს

0
54

საქართველო ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე კარიერას ასრულებს. sport-express.ru-ს ინფორმაციით, რომელიც 29 წლის მოთამაშეს ესაუბრა, ამის შესახებ ანანიძე უახლოეს ხანში განაცხადებს. მისი გადაყვეტილების მთავარი მიზეზი ქრონიკული ტრავმებია.
ამჟამად, ანანიძე ბათუმის „დინამოში“ ირიცხება, რომლის შემადგენლობაში მიმდინარე სეზონი კრიტალბეთ ეროვნული ლიგის 6 მატჩში მოედანზე საერთო ჯამში 92 წუთი გაატარა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
ანანიძე მოსკოვის „სპარტაკში“ 2007-2020 წლებში გამოდიოდა. ის 22013-2014 წლებში „როსტოვში“ იჯარით თამაშობდა, ხოლო 2019-2020 წლებში სამარას „კრილია სოვეტოვსი“ იყო განათხოვრებული.
მან „სპარტაკი“ 2020 წლის იანვარში დატოვა და თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ „ანორთოსისში“ გადავიდა. იმავე წლის აგვისტოში ანანიძემ ვოლგოგრადის „როტორს“ მიაშურა, სადაც ტრავმის გამო არ უთამაშია და სექტემბერში კონტრაქტი გაწყვიტა. ანანიძე 2021 წლის აპრილში თბილისის „დინამოში“ გადავიდა, სადიანაც 2022 წლის იანვარში ბათუმის „დინამოს“ მიაშურა.
მან „სპარტაკის“ შემადგენლობაში 2016-2017 წლების სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგა მოიგო, ხოლო 2008-2009 და 2011-2012 წლების სეზონში ვერცხლის მედლებს დაეუფლა. ანანიძემ 2014 წელს „როსტოვთან“ ერთად რუსეთის თასი მოიპოვა, ხოლო 2018 წელს „სპარტაკის“ რიგებში – სუპერთასი. ის ბათუმელებთან ერთად წელს საქართველოს სუპერთასის მფლობელი გახდა.
„ჩემთვის ძალიან საწყენია, რომ მან კარიერა დაასრულა. ჯანო დიდი ფეხბურთელი და ტალანტია, მაგრამ პირველ ყოვლისა სერიოზული პროფესიონალი და დიდებული ადამიანია. შესაძლოა, მან უფრო ნაკლებ წარმატებას მიაღწია ვიდრე იმსახურებდა. მას გულწრფელად წარმატებას ვუსურვებ მომავალ კარიერაში“ – ასე გამოეხმაურა „სპარტაკის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი იტალიელი მასიმო კარერა ქართველი ფეხბურთელის გადაწყვეტილებას.