იურგენ კლოპი: „ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ ჯერ ფინალში არ გავსულვართ“

0
2

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელ იურგენ კლოპს მიაჩნია, რომ „ვილიარეალთან“ დაპირისპირების ბედი ჯერ გადაწყვეტილი არაა და მისმა გუნდმა საპასუხო შეხვედრაც ისეთ დონეზე უნდა ჩაატაროს, როგორც პირველი მატჩი. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის პირველ მატჩში შინ ესპანელებთან 2:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
„ნათელი იყო, რომ მთელი მატჩის განმავლობაში მეტოქეზე ზეწოლა უნდა განგვეხორციელებინა. როგორც კი „ვილიარეალი“ პრესინგის დაძლევას ახერხებს, მაშინვე მეტოქის კართან ხიფათს ქმნის. თუმცა, მატჩის დიდი ნაწილის განმავლობაში მეტოქეს კარგად გავუმკლავდით და ძალიან კარგი თამაში ჩავატარეთ.
პირველ ტაიმში ძალიან კარგად გადავადგილდებოდით, ოპტიმიზმი და განწყობა უნდა შეგვენარჩუნებინა. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. ახლა ვილიარეალში გავფრიდნებით და ფინალში გასვლას ვეცდებით.
მეორე შეხვედრაში ფხიზლად უნდა ვიყოთ და საქმეს აბსოლუტურად ისე უნდა მივუდგეთ როგორც პირველ თამაშში. ანგარიშში 2:0 მიგვყავს და ეს იმაზე უკეთესი, რაც პირველი მატჩის დაწყებამდე იყო. თუმცა, გვესმის, რომ ჯერ ფინალში არ გავსულვართ“ – იუწყება გერმანელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
“ლივერპული” საპასუხო თამაშს “ვილიარეალთან” 3 მაისს ჩაატარებს.