ვლადიმირ ვაისი: „ხვიჩას „ნაპოლიში“ გადასვლა კარგი ნიშანია“

0
9

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ში თავს გამოიჩენს.
„ხვიჩას შეუძლია სერია A-ში თავს გამოიჩინოს. მას შესაბამისი თვისებები რომ არ ჰქონოდა, „ნაპოლის“ ვერ დააინტერესებდა. სამი წლის წინ, როდესაც ძალიან ახალგაზრდა იყო, თავად მივეცი შანსი საქართველოს ნაკრებში. მისი სათამაშო მახასიათებლები ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ ის იტალიაში თამაშს შეძლებს. ვფიქრობ, მას „ნაპოლი“ იმიტომ ყიდულობს, რომ ინსინიეს მაგივრად შანსი მისცეს.
ეს დიდი ტრანსფერია. ხვიჩას „ნაპოლიში“ გადასვლა კარგი ნიშანია როგორც მისთვის, ასევე ქართული ფეხბურთისთვის. კვარაცხელია ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელიც კარგად აზროვნებს. თუ საქმეს სწორად მიუდგება, დიდი მომავალი ექნება. „ნაპოლისთვის“ ის საუცხოო ფეხბურთელია. მას ინსინიეს მსგავსი თვისებები აქვს და ამიტომ ყიდულობენ“ – განაცხადა championat.com-თან ბრატისლავას „სლოვანის“ თავკაცმა, რომელმაც გურამ კაშიასთან და ჯაბა კანკავასთან ერთად სლოვაკეთის ჩემპიონატი ნაადრევად მოიგო.