ყაზაიშვილის მეორე გოლი ჩემპიონთა ლიგაში – “ულსანი” ჯგუფში გალიდერდა

0
31
라킨스타디움(말레이시아, 조호르바루)/ 2022 AFC 챔피언스리그/ ACL/ 조별예선/ I조/ 울산현대축구단 vs 가와사키프론탈레/ 울산 바코 득점/ 골 세레머니/ 사진 김정수

ვაკო ყაზაიშვილმა აზიის ჩემპიონთა ლიგაში მიმდინარე სეზონში თავისი მეორე გოლი გაიტანა. სამხრეთ კორეის “ულსანმა”, რომელსიც საქართველო ეროვნული ნაკრები სემტევი ნახევარმცველი გამოდის, I ჯგუფში შინ იაპონიის “კავააკი ფრონტალეს” შეხვდა და 3:2 გაიმარჯვა. მასპინძლებიდან მე-14 წუთზე ანგარიში ბრაზილიელმა ლეონარდომ გახსნა, ხოლო 6 წუთში უნმა მეორე გოლი გაიტანა. სტუმრებიდან მე-40 წუთზე თავი ლეანდრო დამიაომ გამოიჩინა. 47-ე წუთზე ყაზაიშვილმა სტუმართა კარი კიდევ ერთხელ აიღო – ბურთი იაპონელთა საჯარიმოში მიიღო, ერთ მეტოქეს გაცდა და მარცხენა ფეხით ახლო კუთხეში ზუსტად დაარტყა. მან ჩემპიონთა ლიგის 6 შეხვედრაში 2 გოლი მიითვალა და ამდენჯერვე აიღო მეტოქის კარი სამხრეთ კორეის პირველობაზე ჩატარებულ 8 შეხვედრაში. “კავასაკი ფრონტალედან” ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ლენადრო დამიაომ დუბლი მიითვალა.
“ულსანმა” 10 ქულა დააგროვა და ჯგუფში პირველ ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო მეორე პოზიციაზე “კავააკი ფრინტალეა”. მესამე ადგილზე 7 ქულით მალაიზიის “ჯოჰარია”, ხოლო ჩინეთის “გუანჯოა” უქულოდაა და ბოლოა.