ქეცბაიას და ლორიას ფინალში მოხვედრის შანსი შემცირდა

0
9

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი „ანორთოსისის“ კვიპროსის თასის ფინალში გასვლის შანსი შემცირდა. 1/2-ფინალის პირველ შეხვედრაში ფამაგუსტელები შინ ნიქოზიას „ომონიას“ შეხვდნენ და 1:2 წააგეს. სტუმრებიდან მე-11 წუთზე ანგარიში პაპულისმა გახსნა, ხოლო 36-ეზე მეორე გოლი ლოიზოუმ გაიტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ „ანორთოსისის“ განაცხადში იყო, მაგრამ ამჯერად არ უთამაშია.
ამ გუნდებს შორის საპასუხო თამაში 4 მაისს ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ „ანორთოსისი“ თასის მოქმედი გამარჯვებულია.