არაუხოს ახალი კონტრაქტი – ურუგვაელის გამოსასყიდი თანხა მილიარდი ევროა

0
12

„ბარელონა“ მცველ რონალდ არაუხო ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე შეუთანხმდა. კატალონიური კლუბის პრესსამსხურის ინფორმაციით, ურუგვაელი ფეხბურთელი ხელშეკრულებას 2026 წლის 30 ივნისამდე დადებს, ხოლო მისი გამოსასყიდი თანხა ერთი მილიარდი ევრო იქნება, როგორც ანსუ ფატის და პედრის.
ახალი კონტრაქტის ხელმოწერის ცერემონია 29 აპრილს „ბარსას“ საშინაო არენა „კამპ ნოუზე“ შედგება. ურუგვაელს კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა.
23 წლის ცენტრალურმა მცველმა მიმდინარე სეზონში „ბარსას“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში 39 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.