ყაზაიშვილმა და კაჭარავამ აზიის ჩემპიონთა ლიგაში გაიტანეს

0
52

„ულსანმა“, რომელშიც ვაკო ყაზაიშვილი ასპარეზობს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეორე შეხვედრა მოიგო. სამხრეთ კორეელები ჩინეთში ადგილობრივ „გუანჯოუს“ შეხვდნენ და 5:0 გაანადგურეს.  საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ყაზაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთო. მან 64-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში ბურთი ერთი შეხებით დაამშავა და მეორეთი გაიტანა.„ულსანი“ 7 ქულით I ჯგუფში მე-3 ადგილზეა. ლიდერი იაპონიის „კავასაკი ფრონტალეა“, რომელმაც მე-4 ტურში გასვლაზე მალაიზიის „ჯოჰორს“ 5:0 აჯობა.
სამხრეთ კორეის რანგით მე-2 ლიგაში მოასპარეზე „ჯეონამი“ ჩემპიონთა ლიგაში შინ ავსტრალიის „მელბურნ სიტის“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. ქართველი ფორვარდი ნიკა კაჭარავა მასპინძლების სასტარტოში არ იყო და თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 0:1 აგებდა. მან ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ანგარიში გაათანაბრა – ავსტრალიელთე მეკარემ გამოსვლაზე ცუდად ითამაშა და კაჭარავამ საჯარიმოს გარედან ბურთი ერთი შეხებით ცარიელ კარში ზუსტად გადაგზავნა. მან ჩემპიონთა ლიგაში თავი პირველად გამოიჩინა. “ჯეონამი” 4 ქულით G ჯგუფში მე-3 ადგილზეა. ჯგუფს 10 ქულით ტაილანდის “პატჰუნ იუნატედი” ლიდერობს. “მელბურნ სიტი” 8 ქულით მეორეა. ფილიპინების “იუნაიტედ სიტი” უქულოდაა და ბოლოა.