„ბარსამ“ „რაიოსთან“ ორივე მატჩი პირველად წააგო – „რეალს“ ქულა აკლია…

0
5

ესპანეთის ლა ლიგის 21-ე ტურის გადატანილ შეხვედრაში „ბარსელონა“ შინ „რაიო ვალეკანოს“ შეხვდა და 0:1 წააგო. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი მე-7 წუთზე ალვარო გარსიამ გაიტანა.
კატალონიელებმა არსებობის ისტორიაში პირველად სეზონის განმავლობაში ყველა ტურნირში სახლში ზედიზედ სამი მატჩი პირველად წააგო.
„რაიო ვალეკანომ“ თავის ისტორიაში პირველად სეზონის მსვლელობისას „ბარსელონა“ ლა ლიგაში ორჯერ პირველად დაამარცხა. მადრიდელებმა პირველ წრეში შინ „ბარსას“ რადამელ ფალკაოს გოლით 1:0 აჯობეს.
აქვე გეტყვით, რომ ესპანეთის ჩემპიონატის დარჩენილ 5 ტურში მადრიდის „რეალს“ ოქროს მედლების მოსაგებად მხოლოდ ქულის აღება სჭირდება.