„ბაიერნის“ ზედიზედ მე-10 ჩემპიონობა – რეკორდი ევროპის ტოპ-5 ლიგაში

0
11

მიუნხენის „ბაიერნმა“ გერმანიის ბუნდესლიგა ზედიზედ მეათედ მოიგო, რაც ევროპის ტოპ-5 ლიგის რეკორდია. მანამდე საუკეთესო მაჩვენებელი „იუვენტუსს“ ჰქონდა – მიჯრით 9 ჩემპიონობა.
31-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში იულიან ნაგელსმანის გაწვრთნილმა ბავარიელებმა შინ უშუალო კონკურენტი დორტმუნდის „ბორუსია“ 3:1 დაამარცხეს და ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით მეტოქეს 12 ქულით ასწრებენ. „ბაიერნი“ არსებობის ისტორიაში გერმანიის ჩემპიონი 32-ედ გახდა. „ნიურნბერგს“ 9 ტიტული აქვს, ხოლო დორტმუნდის „ბორუსიას“ – 8.
თომას მიულერმა მიუნხენელებთან ერთად ბუნდესლიგაში ოქროს მედლები მეთერთმეტედ მოიპოვა, რაც რეკორდია. მან ავსტრიელი ალაბას მიღწევა გააუმჯობესა, რომელიც მიმდინარე სეზონის წინ „რეალს“ შეუერთდა.
ნაგელსმანმა მწვრთნელის რანგში კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა.