აბურჯანია მეხუთედ სასტარტოში და ქულა საშინაო მატჩში

0
9

„ჟილ ვისენტემ“ სადაც გიორგი აბურჯანია გამოდის პორტუგალიის პრიმეირა ლიგის 31-ე ტურში საშინაონ მატჩი ვერ მოიგო. ბარსელუშელებო „პასუშ ფერეირას“ დაუპირისპირდნენ და მხოლოდ ქულა აიღეს – 1:1.
პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 52-ე წუთზე სტუმრები ანტუნეშმა დააწინაურა, რომელიც ანტუნეშმა გაიტანა. 73-ე წუთზე მასპინძლებიდან თავი ფრან ნავარომ გამოიჩინა. აბურჯანია მიმდინარე სეზონში „ჟილ ვისენტეს“ სასტარტო შემადგენლობაში მეხუთედ მოხვდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი 87-ე წუთზე შეცვალეს. „ჟილ ვისენტე“ 48 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
ავსტრალიის უმაღლესი დივიზიონის 25-ე ტურში „ნიუკასლ ჯეთსი“, სადაც ბექა მიქელთაძე გამოდის, შინ „სენტრალ კოასტა მარინერსთან“ 2:4 დამარცხდა. ქართველმა თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა.