გველესიანის მეორე გამარჯვება აზიის ჩემპიონთა ლიგაში

0
9

„სეპაჰანმა“, რომელშიც გიორგი გველესიანი გამოდის, აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეორე მატჩი მოიგო. მე-5 ტურში ირანელებმა ტაშკენტის „ფახთაქორს“ უმასპინძლეს და 2:1 გაიმარჯვეს.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 76-ე წუთზე მასპინძლები შაჰბაზადეჰმა დააწინაურა, ხოლო სამ წუთში ალიჯონოვმა ანგარიში გაათანაბრა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე შაჰბაზადეჰმა გამარჯვების გოლი გაიტანა. ქართველმა ცენტრალურმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. სხვათა შორის, „სეპაჰანმა“ უზბეკებს სტუმრად 3:1 აჯობა. გველესიანი გუნდსს 7 ქულა აქვს და ჯგუფში მე-3 ადგილზეა.
ლიდერი 12 ქულით კატარის „ალ დუჰაილია“, ხოლო მეორე ადგილზე 7 ქულით საუდის არაბეთის „ალ ტაავონი“. „ფახთაქორი“ 3 ქულით ბოლოა.
ფინეთის ჩემპიონატის მე-4 ტურსი კუპსმა გასვლაზე „ლაჰტი“ 1:0 დაამარცხა. ქართველი თავდამსხმელი ნიკა სიჭინავა გამარჯვებულთა შემადგენლობაში 61-ე წუთზე გამოჩნდა. კუპსი 12 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.