არველაძის „ჰალმა“ საშინაო მოგებათა რიცხვი გაზარდა, ჩაკვეტაძე არ ათამაშეს

0
1

შოთა არველაძის დანიშვნის შემდეგ, „ჰალ სიტიმ“ ინგლისის ჩემპიონიფში შინ მესამე მატჩი მოიგო. 44-ე ტურში ქართველისს სპეციალისტის გაწვრთნილი გუნდი შინ „რედინგს“ შეხვდა და 3 უპასუხო ბურთი გაუტანა.
მე-40 წუთზე ანგარიში 21 წლის ინგლისელმა თავდამსხმელმა კარლ-ლუის პოტერმა გახსნა. 53-ე წუთზე ალფი ჯონსმა მასპინძლები კიდევ უფრო დააწინაურა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე ლუის-პოტერმა საბოლოო წერტილი დასვა. „ჰალი“ 50 ქულით 24-გუნდიან ჩემპიონატში მ-18 ადგილზეა.
გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის 31-ე ტურში “ჰამბურგმა” სტუმრად “რეგენსბურგი” 4:2 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე გამარჯვებულთა თადარიგში იყო, მაგრამ ამჯერად ის მცირე სათამაშო დროც არ მისცეს, რასაც ბოლო მატჩებში აძლევდნენ. “ჰამბურგი” 51 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მეოთხეა.