18-წლამდელების ორი სპარინგი შვეიცარიასთან

0
13

საქართველოს 18 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომელსაც ლაშა ფირცხალაიშვილი წვრთნის ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ქართველი მოთამაშეები გუშინ შეიკრიბნენ და 26-28 აპრილს, სტუმრად შვეიცარიის 18-წლამდელებს დაუპირისპირდებიან. მომავალი შეხვედრები ქალაქ ცუგში ჩატარედება.
აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი, მიმდინარე წლის ივნისიდან 19-წლამდე ნაკრები გახდება, რომელიც ოფიციალური შეხვედრების სერიას, 2022 წლის სექტემბერში, 2023 წელს მალტაზე გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩებით დაიწყებს.
U18 | შემადგენლობა:
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი) რევაზ კურტანიძე (საბურთალო).
მცველები: რომა მორჩილაძე (დინამო თბილისი), არჩილ დათუაშვილი (დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე  (ტორპედო ქუთაისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), გიორგი პირტახია (ლოკომოტივი თბილისი).
ნახევარმცველები: მუხრან ბაგრატიონი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე (საბურთალო), ჭაბუკი ლაბაძე (საბურთალო), თემურ ნოზაძე (დინამო თბილისი), თემურ გოგნაძე (დინამო თბილისი), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი).
თავდამსხმელები: ლუკა წულუკიძე (საბურთალო), დავით გოცირიძე (დინამო თბილისი), დიმიტრი ღურწკაია (დინამო თბილისი), ლუკა პარკაძე (დინამო თბილისი), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი).
26 აპრილი – შვეიცარია V საქართველო
28 აპრილი – შვეიცარია V საქართველო