ოფიციალურად: ერიკ ტენ ჰაგი “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელია

0
12

“მანჩესტერ იუნაიტედმა” მთავარ მწვრთნელად ერიკ ტენ ჰაგი ოფიციალურად დანიშნა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ინგლისურ გრანდთან ხელშეკრულება 2025 წლის ივნისამდე გააფორმა. კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, მხარეების სურვილის შემთხვევასი თანამშრომლობა ავტომატურად კიდევ ერთი წელი გაგრძელდება. 52 წლის ტენ ჰაგი “აიაქსს” 2017 წლიდან წვრთნის და ნიდერლანდების ჩემპიონატი 2-ჯერ მოაგებინა და თასიც ამდენჯერ ააღებინა. ის “აიაქსამდე” “გო ჰედ იგლსს”, მიუნხენის “ბაეიერნის” მეორე გუნდს და “უტრეხტს” ავარჯიშებდა.
ამჟამად, “მანჩესტერ იუნაიტედს” გერმანელი რალფ რანგნიკი ავარჯიშებს, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ სამუშაოდ კლუბის სტრუქტურაში გადაინაცვლებს.