ზივზივაძე და ბერიძე ტურის სიმბოლურში ზედიზედ მეორედ მოხვდნენ

0
13

„უიპეშტის“ ქართველი თავდამსხმელები ბუდუ ზივზივაძე და გიორგი ბერიძე csakfoci.hu-ს ვერსიით, უნგრეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეორედ მოხვდნენ. 28-ე ტურში უიპეშტელებმა შინ „ზალაეგერშეგი“ 4:0 დაამარცხეს – ზივზივაძემ დუბლი შეასრულა, ხოლო ბერიძემ ერთი ბურთი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა.
„ის მოედნიდან უგოლოდ არც ამჯერად გასულა. ამჯერად, მეტოქის კარი ორჯერ აიღო. მეორე გოლი საკმაოდ ლამაზი აღმოჩნდა, რადგან საჯარიმოს მახვილი კუთხიდან შორეულ კუთხეში გაიტანა“ – იუწყება csakfoci.hu საქართველოს ნაკრების ფორვარდის შესახებ.
„მან მატჩის დასაწყისში ზივზივაძეს საგოლე პასი მისცა, ხოლო შესვენებამდე თავისი ნახევრიდან რეიდი განახორციელა ისე რომ ხელი არავის შეუშლია და 16 მეტრიდან გაიტანა“ – წერია csakfoci.hu-ზე საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდზე.
ზივზივაძე უნგრეთის ჩემპიონატის ბოლო 9 ტურში სიმბოლურში მერვედ მოხვდა, ხოლო ბერიძემ ეს პატივი მიმდინარე სეზონში მეორედ დაიმსახურა.