ზივზივაძე და ბერიძე ფინალს მიღმა დარჩნენ

0
7

„უიპეშტი“, რომლის შემადგენლობაში ბუდუ ზივზივაძე და გიორგი ბერიძე გამოდიან, უნგრეთის თასის ფინალს მიღმა დარჩა. 1/2-ფინალში უიპეშტელები სტუმრად „პაკშის“ დაუპირისპირდნენ და 0:3 წააგეს.
29-ე წუთზე, მასპინძლები მას მერე დაწინაურდნენ, რაც სტუმართა ფეხბურთელმა დიაბიმ ავტოგოლი მიითვალა. 66-ე წუთზე „უიპეშტის“ კარი ვინდეკერმა აიღო, ხოლო ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წუთით ადრე საჯბანმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ორივე ფორვარდი სასტარტოში იყო და შეუცვლელად ითამაშეს. ბერიძემ მე-6 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.