საქართველოში VAR-ის დანერგვის მოსამზადებელი ეტაპი გრძელდება

0
7

საქართველოში VAR-ის დანერგვის მოსამზადებელი ეტაპი გრძელდება. თეორიული ნაწილის შემდეგ, ქართველი მსაჯებს პრაქტიკული სემინარები უტარდებათ. პროექტში ჩართული არბიტრები სამი დღის განმავლობაში რეალურ გარემოში, მატჩის სიმულაციის საშუალებით შეძლებენ პრაქტიკული ცოდნის მიღებას.
სემინარის ყველა ეტაპის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ქართველ მსაჯებს ფიფასგან ვიდეო ასისტენტის ლიცენზია მიენიჭებათ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას ინსტრუქტორებთან და შესაბამის ორგანიზაციებთან ერთად, ქვეყანაში მსაჯის ვიდეო ასისტენტის დანერგვაზე გასული წლიდან მუშაობს. სამუშაო ჯგუფს ფიფას ყოფილი არბიტრი, გიორგი ვადაჭკორია ხელმძღვანელობს. პროექტის ფარგლებში ვიდეორეფერის სისტემის დანერგვა მიმდინარე წლიდან იგეგმება.