„ჰამბურგი“ თასიდან გავარდა – ჩაკვეტაძე 85-ე წუთზე შევიდა

0
13

„ჰამბურგი“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის, გერმანიის თასის ფინალში ვერ გავიდა. მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე ჰამბურგელები თავის მოედანზე „ფრაიბურგს“ დაუპირისპირდნენ და 1:3 დამარცხდნენ.
სტუმრებიდან მე-11 წუთზე ანგარიში პეტერსენმა გახსნა. მე-17 წუთზე ჰოფერმა მეორე გოლი გაიტანა, ხოლო 35-ე წუთზე გრიფომ პენალტიდან მასპინძლების კარი მესამედ აიღო. „ჰამბურგიდან“ ერთადერთი გოლი გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა გლატცელმა მიითვალა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ჩაკვეტაძე სასტარტოში ისევ ვერ მოხვდა და თამაშში 85-ე წუთზე ჩაერთო. როგორც ჩანს. „ჰამბურგში“ მომავალი სეზონისთვის ჩაკვეტაძის დიდი იმედი არ აქვთ და იჯარის ამოწურვის შემდეგ, მას ისევ ბელგიის „გენტში“ დააბრუნებენ.
გერმანიის თასის მეორე ფინალისტს დღეს “ლაიფციგსა” და ბერლინის “უნიონს” შორის გასამართი მატჩი გაარკვევს.