წიტაიშვილი პოლონეთში ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

0
9

გიორგი წიტაიშვილი პოლონეთის ექსტრაკლასას 29-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. განვლილ ტურში კრაკოვის „ვისლა“, რომლშიც საქართველოს ნაკრების გარემარბი თამაშობს, სტუმრად „შლიონსლს“ დაუზავდა – 1:1.
წიტაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე საკმაოდ აქტიურობდა. 41-ე წუთზე, როდესაც „ვისლა“ 0:1 აგებდა, წიტაიშვილმა მარჯვენა ფლანგზე კრაკოველთა შეტევა დაიწყო, რომელიც საბოლოოდ ანგარიშის გათანაბრებით დასრულდა. 21 წლის ქართველს კარგი თამაში დაუფასდა და პოლონეთის ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდის (ekstraklasa.org) ვერსიით სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.