„ბარსელონას“ წაუგებელი სერია „კადისთან“ შეწყდა

0
10

ესპანეთის ლა ლიგის 32-ე ტური სენსაციურად დასრულდა. „ბარსელონამ“ თავის მოედანზე ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლ „კადისს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დამთავრდა. მეორე ტაიმის დაწყებიდან სამ წუთში „ბარსელონას“ კარი ლუკას პერესმა აიღო და მატჩის ბოლომდე ანგარიში არ შეცვლილა.
„ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონატში დეკემბრის შემდეგ პირველად წააგო. მანამდე, ხავის გაწვრთნილი გუნდი ზედიზედ 15 მატჩში არ დამარცხებულა. ბოლო 19 წლის მანძილზე კატალონიელებმა შინ ზედიზედ 2 თამაში პირველად წააგეს. შეგახსენებთ, „კადისთან“ შეხვედრამდე „ბარსელონა“ ევროპ ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო შეხვედრაში შინ ფრანკფურტის „აინტრახტთან“ 2:3 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
„ბარსელონას“ 60 ქულა აქვს და ლიდერ „რეალს“ 15 ქულით ჩამორჩება, მაგრამ ხავის შეგირდებმა ერთი მატჩით ნაკლები ჩაატარეს. ლა ლიგაში კიდევ 6 ტურია ჩასატარებელი და „რეალს“ 7 ქულა სჭირდება, რომ ჩემპიონობა გაინაღდოს.