პსვ-მ ნიდერლანდების თასი მეათედ მოიგო

0
8

ნიდერლანდების თასი პსვ-მ მოიგო, რომელმაც ფინალში ამსტერდამის „აიაქსი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. როტერდამში გამართული მატჩის 23-ე წუთზე ანგარიში ამსტერდამელებიდან გრავენბეხმა გახსნა. 48-ე წუთზე, გუტიერესმა საპასუხო ბურთი გაიტანა. 50-ე წუთზე „აიაქსის“ კარი გაკპომ აიღო და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა.
პსვ-მ არსებობის ისტორიაში ნიდერლანდების თასი მე-10 მოიგო, ხოლო 2012 წლის შემდეგ პირველად. ეინდჰოვენელებს ფინალში 2013 წლის შემდეგ არ უთამაშიათ.
ნიდრლანდების თასზე გამარჯვებათა რიცხვით „აიაქსი“ (20) ლიდერობს, მეორე ადგილზე „ფეინოორდია“ (13), ხოლო მესამეზე პსვ (10).