საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა ჩატარდა

0
58

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა გაიმართა.
ისტორიაში პირველად, საქართველოს თასის გათამაშებაში მოყვარულთა ლიგის ჩემპიონი, მსკ ბასიანი მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ასპარეზობას პირველი ეტაპიდან, რეგიონული ლიგის გუნდებთან ერთად დაიწყებს.
საქართველოს თასის პირველი ეტაპის მატჩები 9-10 მაისს გაიმართება. წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

პირველი ეტაპის 13 გამარჯვებული მეორე ეტაპზე 34 გუნდს შეუერთდება. მეორე ეტაპიდან გათამაშებაში ლიგა 3-ის და ლიგა 4-ის გუნდებთან ერთად, რეგიონული ლიგის გასული სეზონის ორი საუკეთესო გუნდი ჩაერთვება.
მეორე ეტაპზე გასული 47 გუნდიდან, ერთი პირდაპირ მიიღებს მესამე ეტაპის საგზურს, ხოლო დანარჩენები 46 გუნდი დაწყვილდება და 23 გამარჯვებულს გამოავლენს. წილისყრის შედეგად, მესამე ეტაპის საგზურს პირდაპირ ეგრისი – ცხუმის პირველი ეტაპის წყვილში გამარჯვებული მიიღებს. მეორე ეტაპის მატჩები 26 მაისს გაიმართება.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენლები საქართველოს თასის გათამაშებაში რიგით მეოთხე, მეთექვსმეტედფინალური ეტაპიდან ჩაერთვებიან.