თორნიკე შენგელიას 12 ქულა და გამყარებული ლიდერობა

0
14

იტალიის სერია A-ში მორიგი მატჩი მოიგო თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“. ბოლონიელები „პეზაროს“ ესტუმრნენ და 96:77 დაამარცხეს.
სასტარტო ხუთეულში მყოფმა ქართველმა ფორვარდმა პარკეტზე 19 წუთი დაჰყო. ამ სათამაშო დროის განმავლობაში ჩვენი ნაკრების კაპიტანმა 12 ქულას,ორ მოხსნას და სამ შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
„ვირტუს ბოლონიას“ 46 ქულა დაუგროვდა, პირველ ადგილზე იმყოფება და მეორე პოზიციაზე მყოფ „ოლიმპია მილანოს“ 4 ქულით უსწრებს.