კრიშტიანუს მილიონი და გაზრდილი საჩემპიონთალიგო შანსი

0
17

Daily Mail-ის ინფორმაციით „მანჩესტერ იუნაიტედის“ პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ კლუბისგან პრემიის სახით მილიონ ევროზე მეტს მიიღებს. წყაროს ცნობით,  პირენელის კონტრაქტის თანახმად სეზონის მსვლელობისას 20 გოლის გატანის შემთხვევაში ოლდ ტრაფორდელები კრიშტიანუს 905 ათას ევროს გადაუხდიან, ხოლო ყოველ შესრულებულ ჰეთ თრიკზე რონალდუ 120 ათასს ჩაიჯიბავს.
ინგლისის პრემიერლიგის მორიგ მატჩში „წითელმა ეშმაკებმა“ „ნორვიჩს“ 3:2 პორტუგალიელის გოლებით სძლიეს, კრიშტიანუმ კი საამსეზონოდ წითელი მაისურათი ასპარეზობისას გატანილ გოლთა რაოდენობა 21-მდე გაზარდა.
ბოლო ტურში მოგების შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 54 ქულა დაუგროვდა და პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა. მეოთხე, საჩემპიონთალიგო პოზიციას „ტოტენჰემი“ 57 ქულით იკავებს. მომდევნო მატჩში „წითელი ეშმაკები“ სტუმრად „ლივერპულს“ დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 19 აპრილს ჩატარდება.