კიტეიშვილმა „რაპიდთან“ ტრავმის გამო ვერ ითამაშა

0
6

ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში ვენის „რაპიდთან“ საშინაო შეხვედრა ტრავმის მიზეზით გამოტოვა. 27-ე ტურში ზედა ექვსეულში მყოფმა „შტურმმა“ გრაცში „რაპიდი“ 2:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი კიტეიშვილი განაცხადში არ იყო. ავსტრიული პრესის ინფორმაციით, მას წვივის კუნთის ტრავმა აქვს.
მან გასული წლის ოქტომბერში ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში შინ პსვ-სთან წაგებულ შეხვედრაში კოჭის მძიმე ტრავმა მიიღო და ოპერაცია გაიკეთა. ამის გამო, 26 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 11 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
„შტურმი“ 22 ქულით მეორე ადგილზეა და დიდი შანსი ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მიჯრით მეორედ მოიპოვოს.