ჰოლანდის კიდევ ერთი რეკორდი ბუნდესლიგაში

0
10

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა გერმანიის ბუნდელიგაში მორიგი რეკორდი დაამყარა. 30-ე ტურში დორტმუნდელებმა „ვოლფსბურგს“ უმასპინძლეს და 6:1 გაიმარჯვა. ნორვეგიის ეროვნული გუნდის ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა.
ჰოლანდმა ბუნდესლიგაში ჩატარებულ 63 შეხვედრაში 58 გოლი გაიტანა, რაც გერმანიის ჩემპიონატის რეკორდია.
21 წლის სკანდინავიელი „ბორუსიაში“ 2020 წლის იანვრიდამ თამაშობს. მან ამ სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 26 მატჩში 25 ბურთი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა.