ყაზაიშვილმა ჩემპიონთა ლიგა ფრით დაიწყო, გველესიანის მეორე მარცხი

0
14

„ულსანმა“, რომელშიც ვაკო ყაზაიშვილი გამოდის, აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა სტუმრად იაპონიის „კავასაკი ფრონტალესთან“ ჩაატარა და სამი ქულა ბოლო წუთზე დაკარგა – 1:1.
სტუმრები 21-ე წუთზე ბრაზილიელმა ლეონარდომ დააწინაურა, ხოლო მასპინძლებმა საპასუხო ბურთი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე გაიტანეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ყაზაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს. „ულსანი“ I ჯგუფში მეორე მატჩს შინ მალაიზიას „ჯოჰართან“ ჩაატარებს.
„სეპაჰანმა“, რომელშიც ქართველი მცველი გიორგი გველესიანი თამაშობს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მეორე შეხვედრა წააგო. ამჯერად, ირანელები სტუმრად საუდის არაბეთის „ტაავონთან“ წააგო – 0:3. მანამდე, „სეპაჰანმა“ შინ კატარის „ალ დუჰაილთან“ 0:1 წააგო, ხოლო გასვლაზე „ფახთაქორს“ 3:1 სძლია. „სეპაჰანი“ 3 ქულით მე-3 პოზიცაზეა.