ლობჟანიძის ფრე სახლში, გვილის გამარჯვება სტუმრად

0
5

„ჰათაისფორმა“, რომელშიც საბა ლობჟანიძე გამოდის, თურქეთის სუპერლიგის 33-ე ტურში „სივასფორი“ მიიღო და ქულას დასჯერდა. მატჩის პირველი ტაიმი სტუმრებმა 1:0 მოიგეს – 28-ე წუთზე გოლი ერდალმა გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში შესვენების მერე ჩაერთო. მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი 61-ე წუთზე ბენზიამ გაიტანა. „ჰათაისფორი“ 49 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.
პოლონეთის ექსტრაკლასას 29-ე ტურში „რაკუვი“, რომელშიც 2 ქართველი ფეხბურთელი ირიცხება, სტუმრად „ტერმალიკას“ შეხვდა და 3:0 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი ვაკო გვილია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს. ლუკა გაგნიძე რაკუველთა განაცხადში იყო და არ უთამაშია. „რაკუვი“ 59 ქულით მეორე ადგილზეა და პირველ პოზიციაზე მყოფ „პოგონს“ მხოლოდ გატანილ-გაშვებული გოლების უარესი სხვაობით ჩამორჩება.