კანკავა და კაშია სლოვაკეთის ჩემპიონები გახდნენ

0
8

საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსკაპიტანმა ჯაბა კანკავამ და კაპიტანმა გურამ კაშიამ სლოვაკეთის ჩემპიონატი მოიგეს.
ბრატისლავას „სლოვანმა“, სადაც ქართველი ფეხბურთელები გამოდიან ზედა ექვსეული მე-6 ტურში სტუმრად „რუჟემბეროკთან“ უგოლო ფრე ითამაშა და ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ოქროს მედლები გაინაღდა.
ვლადიმირ ვაისის გაწვრთნულ გუნდში საყრდენმა ნახევარმცველმა კანკავამ და მცველმა კაშიამ შეუცვლელად ითამაშეს.
„სლოვანი“ სლოვაკეთის ჩემპიონატი 16-ჯერ მოიგო, ხოლო ჩეხოსლოვაკიის პირველობაზე ოქროს მედლები 8-ჯერ მოიპოვა.
კანკავა საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩემპიონი პირველად გახდა, ისევე როგორც კაშია.