ელოშვილის მეხუთე გოლი ავსტრიის მეორე ლიგაში

0
21

ლევან ელოშვილმა ავსტრიის მე-2 ბუნდესლიგაში თავისი მე-5 გოლი გაიტანა. ავსტრიის მეორე ბუნდესლიგის 24-ე ტურში „კაპფენბერგი“ სტუმრად „ვორვარცს“ შეხვდა და 1:3 დამარცხდა.
ელოშვილმა შეხვედრაში ანგარიში მე-17 წუთზე გახსნა, ხოლო შემდეგ მასპინძლებმა სამი გოლი გაიტანეს. 24 წლის ქართველი ფეხბურთელი „კაპფენბერგში“ 2016-2017 წლების სეზონიდან გამოდის და მისთვის მიმდინარე სეზონი ჯერჯერობით ყველაზე უხვგოლიანია, რადგან მანამდე 5 ბურთი არასოდეს გაუტანია.
„კაპფენბერგი“ 25 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.
პორტუგალიის პრიმეირა ლიგის 30-ე ტურში “ჟილ ვისენტე” გასვლაზე “ფამალიკაოს” შეხვდა და ქულა აიღო – 2:2. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 85-ე წუთზე ჩაერთო. “ჟილ ვისენტე” 47 ქულით 18 გუნდში მეხუთეა.