უკრაინის მოქალაქეები ბათუმელთა საშინაო მატჩებს უფასოდ დაესწრებიან

0
4

ბათუმის “დინამოს” დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით გუნდის მომავალ საშინაო მატჩებზე დასწრებას უკრაინის მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ.
“ძვირფასო უკრაინელებო, adjarabet Arenaს სალაროებში უკრაინის პასპორტის წარდგენის შემთხვევაში, მატჩზე დასასწრები ბილეთი უსასყიდლოდ გადმოგეცემათ.
აღნიშნული ინიციატივით გვსურს კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი თქვენდამი სოლიდარობა და გვჯერა, რომ ჩვენს საოცარ არენაზე მიღებული ემოციები მცირედით მაინც გააფერადებს თქვენს ყოვედღიურ ფიქრებს”- იუწყება ბათუმის “დინამოს” ადმინისტრაცია კლუბის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე.
Згідно з рішенням Ради директорів Батумського «Динамо», громадяни України зможуть безкоштовно відвідувати найближчі домашні матчі нашої команди.Шановні українці, у разі пред’явлення українського паспорту в касі adjarabet Arena, вам безкоштовно нададуть квиток на матч.
Цією ініціативою ми хочемо ще раз висловити нашу солідарність з вами і віримо, що позитивні емоції, отримані на нашому стадіоні, допоможуть зміцнити ваш дух.
З повагою, адміністрація «Динамо» Батумі