თორნიკე შენგელიას პირველი ორმაგი დუბლი ბოლონიაში

0
13

იტალიის საკალათბურთო სერია A-ს მორიგ ტურში ბოლონიას „ვირტუსმა“ „ტრენტოს“ უმასპინძლა და დაძაბულ ორთაბრძოლაში დაამარცხა. ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ოვერტაიმში კი მასპინძლებმა 95:88 იმარჯვეს.
30 წლის ქართველი მძიმე ფორვარდი თორნიკე შენგელია მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში იყო და ორმაგი დუბლით გამოირჩა (პირველად ბოლონიაში). თორნიკემ მოედანზე გატარებულ 28 წუთში 19 ქულა, 11 მოხსნა (3 შეტევაში, 8 დაცვაში) და 5 შედეგიანი პასი მიითვალა. თორნიკეს 10 ორქულიანიდან ზუსტი 7 იყო.
“ვირტუსს” 25 მატჩში 23 გამარჯვება აქვს და სერია A-ს სატურნირო ცხრილს ლიდერობს.  ბოლონიელები მომდევნო მატჩს 16 აპრილს სტუმრად “პეზაროსთან” ჩაატარებენ.