„სამგურალმა“ და „გაგრამ“ ქულები გაიყვეს

0
5

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-5 ტურის გადადებულ შეხცედრაში წყალტუბოს „სამგურალმა“ ზესტაფონში დავითა აბაშიძის სახელობის სტადიონზე „გაგრას“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
გიორგი მიქაძის გაწვრთნილი გუნდი მე-19 წუთზე დაწინაურდა, როდესაც გიორგი თევზაძემ მარცხენა ფრთაზე „კედელი“ ჯეფერსონ ჯერალდოსთან გაითამაშა და საჯარიმოში შეჭრილმა პასი დემურ ჩიხლაძეს გაუკეთა, რომელმაც დაახლოებით 8 მეტრიდან თავით ზუსტად დაარტყა – 1:0.
პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა. შესვენების შემდეგ თამაშის განახლებიდან 7 წუთი გავიდა, რომ მთავარ მსაჯ ბაკურ ნინუას აზრით „სამგურალის“ ნახევარმცველმა  მიხეილ ბაშალეიშვილმა თავის საჯარიმოში მათე კვირკვია წააქცია და პენალტი დანიშნა. გაგრელთა საუკეთესო ბომბარდირმა მათე ვაწაძემ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და მიმდინარე სეზონში თავისი მე-4 გოლი გაიტანა.
„სამგურალმა“ ზედიზედ მესამე თამაში ვერ მოიგო – 2 მარცხი და 1 ფრე. წყალტუბოელები 9 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე არიან. გაგა კირკიტაძის თავკაცობით „გაგრამ“ მიჯრით ოთხ შეხვედრაში ვერ გაიმარჯვა – 2 ფრე და 2 მარცხი. გაგრელები 8 ქულით მე-8 პოზიციაზე იმყოფებიან.