პეპ გვარდიოლა: „ყოველთვის 4 ან 5 გოლს ვერ გავიტანთ“

0
9

„მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას მიაჩნია, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში დამსახურებულად გავიდა. მან ამის შესახებ 1/4-ფინალში მადრიდში „ატლეტიკოსთან“ ფრედ (0:0) დასრულებული მატჩის შემდეგ ისაუბრა. „სიტიმ“ პირველი თამაში თავის მოედანზე 1:0 მოიგო.
„ატლეტიკო“ ესპანეთის ჩემპიონია, რომელმაც ენერგიულად ითამაშა და მეორე ტაიმში გვაჯობა. გაგვიმართლა, რომ გოლი არ გავუშვით. პირველ ტაიმში მომენტები გვქონდა. ჩვენ ნახევარფინალში ვარ, რაც საერთო ჯამში დავიმსახურეთ.
„ატლეტიკო“ რთული მეტოქეა. ამ სტადიონზე ნებისმიერ გუნდს პრობლემა ექმნება. ტრავმების გამო დიდი პრობლემები გვაქვს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 3 დღის წინ ვითამაშეთ, შემდეგ აქ ჩამოვედით და ფეხბურთელებმა დაზიანება მიიღეს. შემდეგ რა იქნება არ ვიცი. თუმცა, დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მესამედ გასვლას ვზეიმობთ.
ყოველთვის 4 ან 5 გოლს ვერ გავიტანთ. ადამიანები ვართ. მით უმეტეს. „ატლეტიკოსთან“ მას მერე ვითამაშეთ რაც „ლივერპულთან“ მძიმე მატჩი ჩავატარეთ. „რეალთან“ დაპირისპირებას რაც შეეხება, ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეფეა. თუ „რეალთან“ ისე ვიმოქმედებთ, როგორც „ატლეტიკოსთან“ მეორე ტაიმში, მაშინ უშანსოდ ვიქნებით. ვეცდებით ისე ვითამაშოთ, როგორც მანჩესტერში გამართულ პირველ შეხვედრაში“ – ციტირებს ესპანელ სპეციალისტს BT Sport.