„ნაპოლის“ სპორტული დირექტორი: „კვარაცხელია ჩვენს სიაში პირველია“

0
7

„ნაპოლის“ სპორტული დირექტორის კრისტიანო ჯუნტოლის თქმით, ხვიჩა კვარაცხელია კლუბის სატრანსფერო სიაში ერთ-ერთი პირველია.
„კვარაცხელია ფეხბურთელია, რომელსაც გარკვეული ხანია თვალს ვადევნებთ და მის ნეაპოლში ჩამოსაყვანად ყველაფერს გავაკეთებთ. კიდევ ცოტა დრო დარჩა, რათა სატრანსფერო ბაზარზე ყველაფერი მომწიფდეს და იმედია, სწორი მიმართულებით მომწიფდება. ის ჩვენს სიაში ერთ-ერთი პირველია. მას „ნაპოლიში“ სათამაშოდ ფიზიკური, გონებრივი და ტექნიკური პარამეტრები აქვს“ – იუწყება ჯუნტოლის ნათქვამს corrieredellosport.it.