“ლოკომოტივს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

0
5

თბილისის “ლოკომოტივს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ლაშა ჭაღიაშვილი, რომელმაც თანამდებობა 8 აპრილს დატოვა, ალექსანდრე ინწკირველმა შეცვალა. მანამდე, ინწკირველი “ლოკომოტივი 2”-ს ხელმძღვანელობდა. მას კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში არასოდეს უმუშავია. ფეხბურთელობისას ინწკირველი თბილისის “ვიტ ჯორჯიაში”, რუსთავის “მეტალურგში”, ფოთის “კოლხეთში”, გორის “დილაში”, ბოლნისის “სიონში” და აზერბაიჯანის “ქარვანში” გამოდიოდა.