“სამგურალი” 26 მაისის სახელობის სტადიონზე ბრუნდება

0
10

წყალტუბოს “სამგურალის” თავის საშინაო არენაზე ბრუნდება. წყალტუბოელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მიქაძის გაწვრთნილი გუნდი 23 აპრილს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მორიგ ტურში 23 აპრილს გორის “დილას” 26 მაისის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.
სეზონის დაწყებიადან დღემდე “სამგურალი” მეტოქეებს ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მასპინძლობდა, რადგან “26 მაისის” არენაზე მოედნის საფარის შეცვლა იგეგმებოდა. მართალია, საფარი ჯერ არ განახლებულა, მაგრამ წყალტუბოელებმა მაინც თამაში შინ ამჯობინეს, რადგან ზესტაფონში გაზონი არასასურველ მდგომრეობაშია.