კარლო ანჩელოტი: „სტადიონისა და კლუბის მაგიამ თავი შეგვახსენა“

0
10

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში შინ „ჩელსისთან“ 2:3 წაგების და 1/2-ფინალში გასვლის მერე განაცხადა, რომ მისმა გუნდმა იწვალა.
„ვიწვალეთ. ჩემი აზრით გოლის გატანის სურვილი დაგვაკლდა, რადგან ამის აუცილებლობა არ იყო. მეორე ბურთი დაუმსახურებლად გავუშვით, ხოლო 0:3 შემდეგ გამარჯვებისთვის მაქსიმალურად დავიხარჯეთ. საბოლოო ჯამში შემდეგ ეტაპზე დამსახურებულად გავედით. 0:3 მერე უფრო თავისუფლად ავთამაშდით, ხოლო მსოფლიოს ამ სტადიონისა და კლუბის მაგიამ თავი კიდევ ერთხელ შეახსენა.
ამბობდნენ, რომ ესპანური კლუბები ინგლიურებს ჩამორჩებიან. თუმცა, ნახევარფინალშუ უკვე 2 ესპანური კლუბი გავიდა“ – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა Movistar-ის ეთერით.